საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომას საპარლამენტო უმრავლესობაში ეხმაურებიან. როგორც ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, მმართველი გუნდი პრემიერისგან სამოქმედო გეგმას ელოდა, თუმცა, როგორც ჩანს მან არჩია, რომ გეგმის წარდგენამდე გადამდგარიყო.
„როგორც ჩანს ბატონმა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ ამ თემებთან დაკავშირებით, რაც შეეხება იმ ნაწილს, რაზეც გუნდშიც გამოითქვა აზრი და პარტიის თავმჯდომარე ახსენა მან და მისი მხრიდანაც გამოითქვა გარკვეული მოსაზრებები, შენიშვნები, ველოდებოდით განცხადებებს და ანგარიშს, ვფიქრობ, პრემიერმა მიიღო წინასწარი გადაწყვეტილება, რომ სჯობს წავიდეს.
მართალი გითხრათ, მე ველოდებოდი ჯერ იმ ანგარიშს, რომელზეც დილით ვსაუბრობდი. შემცვლელთან დაკავშირებით ჩვენ არ გვისაუბრია. ვფიქრობ, პრემიერმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მას მიაჩნია პიროვნულად სწორად,“-აცხადებს გია ვოლსკი.
შეცვლის თუ არა გიორგი გახარია გიორგი კვირიკაშვილს გია ვოლსკი აცხადებს, რომ გუშინდელ შეხვედრაზე ეს საკითხი არ განხილულა.