ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე მე-12 კლასის მოსწავლეები, გამოსაშვებ საღამოზე ავტოავარიაში მოყვნენ. შემთხვევა გვირაბთან მოხდა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში ჩავარდა.
შსს-ს ცნობით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა და პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დააფიქსირა. მოკვლევა გრძელდება.