დღეს, ოზურგეთის საკრებულოში “ოცნების” დეპუტატებმა “ნაციონალი” დეპუტატი ბესო ქათამაძე სცემეს.
როგორც ქათამაძემ “გურია ნიუსს” უთხრა, მას პასუხი ფეისბუქსტატუსების და “გურია ნიუსში” გამოქვეყნებული სტატიის გამო მოსთხოვეს.
ქათამაძე ახლა კლინიკაშია მოთავსებული _ მას სამი ჭრილობა აქვს თავზე.
მომხდართან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა საკრებულოს დეპუტატმა მარიკა ჩხიკვიშვილმა, რომელმაც ზუსტად გაიმეორა საკრებულოს თავმჯდომარის ნათქვამი: “ვემიკნენით ძალადობას!”