ამ წუთებში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, დასრულდა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე “ოცნების დეპუტატის” გელა (ტარიელ) აროშიძის სასამართლო პროცესი.
მოსამართლე მარინა კიკნაძემ აროშიძეს 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
გელა აროშიძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა, გურია ნიუსის კითხვაზე, ამ ყველაფრის უკან დგას თუ არა გურიის გუბერნატორი აროშიძემ გვიპასუხა, რომ მერაბ ჭანუყვაძე აქ არაფერ შუაშია.
პროცესი ხალხმრავლობით არ გამოირჩეოდა, მას ოცნების ორი წარმომადგენელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და ოცნების მხარდამჭერი პაატა კიღურაძე ესწრებოდნენ.
როგორც დაანონსებული ჰქონდათ, სხდომას არ დაესწრნენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები.