,,მომხდარი ძალიან ცუდი ამბავია, პროცოკაციები მიზანმიმართულად ხორციელდება ჩვენ მიმართ. მე მოვუწოდებ ყველა დეპუტატს, არ აჰყვეს პროვოკაციებს. მჯერა, სამართლიანობა იზეიმებს, _ ეს განცხადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ გააკეთა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც “ოცნების” წევრ ტარიელ აროშიძეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით 5000 ლარიანი გირაო შეუფარდეს.