ქათამაძეს ნამდვილად მოვთხოვ პასუხს იმაზე, რა შეურაცხყოფაც მომაყენა და ახლა ამბობს, რომ მე გავაპრავე” ეს ყველაფერი, _ ამის შესახებ ჟურნალისტებთან საკრებულოს წევრმა ლელა საჯაიამ ისაუბრა.
საჯაიას თქმით, მაქვს ბესო ქათამაძეს ხალხი შეცდომაში შეჰყავს.
“მე ჩემი თვალით ვნახე, როგორ დალეწა ბესო ქათამაძემ პრინტერი, როგორ გადააბრუნა მაგიდა. ახლა ხალხი, თავისი თანამოაზრეები, უდანაშაულო ადამიანები შეცდომაში შეჰყავს. ვნახე როგორ ისვამდა თავზე ხელს რომ შემდეგ სისხლიანი ხელი ეჩვენებინა. ქათამაძეს აწყობს პროვოკაცია.
მე მზადისთვის გაშლილი ხუთი თითი ქათამაძისთვის, ნახავს რა ტკივილსაც მივაყენებ. მერე მიჩივლოს მელიასთან, მერე გადაიღოს სელფები, წავიდეს პოლიციაში”, _ თქვა საჯაიამ.