ამ წუთებში გააკეთა განცხადება ოზურგეთის საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ და განაცხადა, რომ მათ პროვოკაცია გუბერნიის თანამშრომელმა მოუწყო.
ღურჯუმელიძეს გვარი არ დაუკონკრეტებია, თუმცა, საუბარია ნესტორ რამიშვილზე, “ქართული ოცნების” დეპუტატის, ლელა საჯაიას მეუღლეზე, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ადგილორბივი ორგანიზაციის ლიდერს დავით მჟავანაძეს “ოცნების დეპუტატებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას სთავაზობდა.
ამის ამსახველი ვიდეო მასალა კურიერმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა. ვიდეომასალაში ჩანს, რომ შეთავაზება ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ბესო ქათამაძის მიმართ გაკეთდა, რომელსაც „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრები რამდენიმე დღის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ენმ-ის წარმომადგენლების თქმით, მმართველი გუნდის წევრებმა მათ საჩივრის გამოტანის სანაცვლოდ, “ქართული ოცნების” წევრებთან ფიზიკური ანგარიშსწორება შესთავაზეს.
ოზურგეთის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დავით მჟავანაძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდს სურს, ენმ წარმოაჩინოს, როგორც დესტრუქციული ძალა.
„ეს იყო პროვოკაცია დაგეგმილი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, რადგან „ენმ“ წარმოჩინდებოდა, როგორც დესტრუქციული ძალა, ენმ წარმოჩინდებოდა ძალად, რომელიც არა კანონით ეძებს სამართალს, არამედ ქუჩაში გადააქვს გარჩევები, ქუჩაში ესხმის ადამიანებს თავს და მას შემდეგ, რაც ბატონმა პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა რაღაც აბსურდული განცხადებები აღმოჩნდებოდა, რომ ენმ არის ის, ვისაც უნდა დესტაბილიზაცია, არამედ ამ ყველაფრის უკან იდგნენ ეს ადამიანები,“ – განაცხადა დავით მჟავანაძემ.
ამ წუთებში ოზურგეთში აქცია მიმდინარეობს, სადაც ბესიკ ქათამაძეზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ. აქციის პარალელურად შიმშილობა დაიწყეს ნაციონალური მოძღაობის დეპუტატებმაც.