6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიაში. ამის შესახებ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 200-ზე მეტი დაშავდა.
როგორც ცნობილია, დაღუპულებს შორის 9 წლის ბავშვია, რომელიც მიწისძვრის დროს სკოლის კედლის ჩამონგრევისას დაიღუპა.
მეტეოროლოგების ცნობით, მცირე ბიძგები ისევ მოსალოდნელია.