არსებობობენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ შეუძლიათ წესების დაცვა. ასეთი ადამიანები, ყველაფერს გააკეეთებენ მიზნის მისაღწევად, მიუხედავად წესებისა, რომელსაც ნორმალური ადამიანები იცავენ ხოლმე .
წარმოგიდგენთ ყველაზე თამამ და ჭირვეულ ზოდიაქოს ნიშანს, რომელსაც არ უყვარს არანაირი წესისა თუ ინსტრუქციის დაცვა:
ვერძი
ვერძები აკეთებენ იმას, რასაც საჭიროდ მიიჩნევენ. ისინი არავის წინაშე არ გრძნობენ ანგარიშვალდებულებას, რადგან თვლიან, რომ ცხოვრებაში თავად არიან უფროსები. ისინი ვერ იტანენ მითითებებს და მაქსიმალურად ერიდებიან ისეთ სიტუაციაში მოხვედრას, სადაც წესების დაცვას მოსთხოვენ.
სასწორი
ერთი შეხედვით სასწორები არ ჩანან დაუმორჩილებელი ადამიანები. როგორც წესი მათ ნაკლებად ვიცნობთ, მეამბოხეებად, მაგრამ ვერც ისინი იტანენ წესებს და ხშირად მათი დარღვევის დაუოკებელი სურვილი ამოძრავებთ. თუ სასწორებს ვეტყვით, რომ არსებობს პრობლემის მოგვარების მხოლოდ ერთი გზა, ისინი მოძებნიან 20 გზას და პრობლემას აუცილებლად მოაგვარებენ.
მშვილდოსნები
ყოველთვის ცდილობენ ცხოვრებისაგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ. ისინი ვერ იტანენ ჩარჩოებსა და დოგმებს და თუ გინდათ მშვილდოსანი გაანაწყენოთ მას წესები უნდა დაუწესოთ. ისინი ვერ იტანენ ერთფეროვნებას და ამიტომ ხშირად არღვევენ წესებს.
მერწყული
მერწყულებს აღიზიანებთ არა მხოლოდ წესები, არამედ ისინიც ვინც მათ წესების დაცვას სთხოვს. ისინი არიან ნათელი და დამოუკიდებელი ადამანები, რითად სხვებისგან გამოირჩევიან. ისინი არასოდეს ემორჩილებიან შეზღუდვებს. ერთადერთი ადგილი სადაც შეგიძლიათ მერწყული ოდნავ დამჯერი გახადოთ – საწოლია.