ამ წუთებში პანკისის ხეობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის აღიარებას და მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
აქციაზე ასევე იმყოფება ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.
„მთავრობა გადადგა. მთავრობა დროებით ქვეყანას არ ჰყავს და ერთადერთი ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც შეუძლია გამოეხმაუროს და გაიზიაროს ის ტკივილი, რაც ჩვენ გვაქვს და იმედია გაიზიარებს. მხოლოდ და მხოლოდ ვითხოვთ, რომ ამ უდანაშაულო მოკლული ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა გამოძიებული იქნას“, _აცხადებენ აქციაზე.
როგორც აქციაზე თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ განცხადა, თუ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, აქცია პანკისის ხეობიდან თბილისში გადმოინაცვლებს.
„მოდით გონს და აღიარეთ შეცდომა, მაგრამ ეს ჩემთვის შეცდომა არ არის. ეს არის ტერორისტული აქტი, რომელიც პანკისში, ქისტების ტერიტორიაზე ჩაიდინეთ“,_განაცხადა მაჩალიკაშვილმა.