ამ წუთებში პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს უსმენენ, მამუკა მდინარაძის შეკითხვაზე, თავად ზაზა სარალიძემ თუ მიაწოდა გამოძიებას ჩანაწერი, რომელზეც სარალიძე საუბრობს, შვილმკვდარი მამა პასუხობს, რომ ის პროკურორებს აღარ ენდობა.
„მე და კუპრავამ ერთად ჩავწერეთ. კუპრავას ვთხოვე და ჩავწერეთ. მე რატომ უნდა მიმეწოდებინა გამოძიებისათვის, თვითონ თუ არ მომთხოვა. აღარ ვენდობოდი პროკურორებს. ჩემი გადაწყვეტილება ის იყო, რომ წეღან რომელი ბავშვებიც დავასახელე, მქონდა ინიციატივა, რომ ჩამეწერა კიდევ სხვები და შემეჯამებინა, შემდეგ რა იქნებოდა და ვინ რას ისაუბრებდა“, _ თქვა სარალიძემ.