ახლახან, ოზურგეთში, პირველი საჯარო სკოლის ტაეკვონდოს სკოლის დარბაზში ჩატარდა დაღუპული წევრის, ზაურ თუთაშვილის ხსოვნის ტურნირი.
მასში მონაწილეობდნენ მცხეთის, ურეკის და ოზურგეთის ტაეკვონდოს სკოლები, ქობულეთის კიოკუშინკაის კარატეს სკოლა. 50 სპორტსმენი, რომელიც ამ შეჯიბრში მონაწილებდა, 16 წლის და 16 წელს ზემოთ ასაკის იყვნენ.
პირველ საპრიზო ადგილზე ყველაზე მეტი, ექვსი სპორტსმენი, მცხეთის გუნდიდან მოხვდა. სამი ქობულეთელი, ოთხი კი ოზურგეთელი ტაეკვონდოს მიმდევრები არიან.
როგორც ოზურგეთის ტაეკვონდოს სკოლის ინსტრუქტორი ირაკლი ტუღუში ამბობს, ტურნირი ძალზე საინტერესო და ლამაზი აღმოჩნდა. შეჯიბრს ესწრებოდნენ ავტოავარიაში ტრაგიკულად დაღუპული ზაურ თუთაშვილის ოჯახის წევრები. ოზურგეთის გაერთიანებული სპორტის სასახლის დირექტომა, გელა შაფაქიძემ ზაურ თუთაშვილის ოჯახს სამახსოვრო პრიზი გადასცა.