ბათუმში მაშველმა გიორგი მიხნომ 17 წლის ბიჭი გადაარჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, მოზარდი ზღვის სანაპიროდან 15 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა და შველას ითხოვდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.