დედამიწის მსგავსად მთვარის სიღრმეებშიც არის მყარი და თხევადი ფენები, ხოლო შუაგულში (ბირთვი) ყველაზე მხურვალეა, თუმცა მყარი, რაც ძალიან მაღალი წნევის შედეგია. მას გარს არტყამს თხევადი მანტია.
მეცნიერებმა კვლევის პროცესში გამოიყენეს როგორც ახალი გამოთვლითი სიმძლავრეები, ასევე სეისმონაცემების ანალიზის თანამედროვე მეთოდები, რომელიც ბოლო 40 წლის მანძილზე საგრძნობლად შეიცვალა.
მთვარეზე დამონტაჟებული სეისმოგადამცემები აფიქსირებენ იმაზე მცირე სეისმურ ტალღებს, ვიდრე დედამიწაზე შეინიშნება. ამავე დროს, მიწისძვრები მთვარეზე უფრო იშვიათად ხდება, ვიდრე ჩვენს პლანეტაზე.
მეცნიერებს დიდი იმედი აქვთ რომ ეს აღმოჩენა მათ საშუალებას მისცემთ, რომ უფრო ღრმად იქნას გამოკვლეული მთვარის ევოლუცია, რომელიც დაახლოებით 4, 5 მილიარდი წლის წინ გაჩნდა დედამიწისა და მარსის ზომის ციური სხეულის შეჯახების შედეგად. ეს ცოდნა ხელს შეუწყობს, ასევე ჩვენი, ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში მყოფი პლანეტის ევოლუციის პროგნოზირების პროცესს.