პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი იარსებებს.
,,კულტურის სამინისტრო განათლებას შეერწყმება, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდება. ოკუპირებულ ტერიტორიების სამინისტრო უქმდება და გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე . დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შს სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს. გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში“, _განაცხადა ბახტაძემ.