მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის მცირე კონცეფცია წარადგინა, თუმცა, ბახტაძეს არ დაუკონკრეტებია, ვინ შევა ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში. ამ ეტაპზე, ბახტაძე ადასტურებს, რომ მთავრობის შემადგენლობის ახალ სახეებთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულებულია.
,,იცით, რომ გვქონდა ძალიან ინტენსიური კონსულტაციები, როგორც ახალ სტრუქტურაზე, ისე განვითარების პროგრამაზე, მათ შორის, იმ ახალ სახეებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობაში იქნებიან. შესაბამისი კონსულტაციები, ფაქტობრივად, დასრულებულია“, _ თქვა ბახტაძემ.