საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ხალხი მათ ხელისუფლებას ხშირად აქებდა და ეუბნებოდა, უკან არასდროს იხევდითო.
,,ჩვენი ხელისუფლების შეფასების დროს ძალიან ხშირად ამბობდნენ, თქვენ მაგარი ხელისუფლება იყავით და უკან არ იხევდით. მინდა გითხრათ, არასდროს ჩვენი უკან დახევა არ იყო განპირობებული ჩვენი სიძლიერით. პირიქით, ეს იყო ჩვენი სისუსტის გამო, იმიტომ, რომ არ ვიცოდით, თუ ჩვენ უკან დავიხევდით, მერე რამდენზე დაგვახევინებდნენ კიდევ უკან და სად შევძლებდით გაჩერებას. ამიტომ იყო გადაწყვეტილება, რომ მოდი უკან არ დავიხიოთ სისუსტის გამო და არა სიძლიერის გამო. გუშინ ვუსმენდი კომისიის სხდომას და ეს კაცი ბრიყვია და თავს იბრიყვებს? მაპატიეთ, მაგრამ ფხაკაძის გამოსვლებზე ტვინში სისხლი თუ არ ჩამექცეოდა არ მეგონა, ამიტომ ვეღარ მოვითმინე და გადავრთე“, _ თქვა ბობოხიძემ.