საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ,,ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე პრემიერ-მინისტრსა და პარტია ,,ქართულ ოცნებას“ ურჩევს, რომ მინისტრთა კაბინეტი ისე დააკომპლექტოს, რომ ზაზა სარალიძის თემასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები აღარ გაჩნდეს.
,,ის, რომ მთავრობა დაკომპლექტდება სარალიძის თემის ნიშნით, რა თქმა უნდა, ამას არ ველოდები, მაგრამ ვშიშობ, რომ მთავრობის დაკომპლექტების დროს საერთოდ არ იყოს ეს თემა, თუნდაც მცირე ნაწილით, გათვალისწინებული ისეთი კანდიდატები სახელდება წინასწარ მინისტრთა კანდიდატებად. მინდა, ბატონ მამუკას კეთილი რჩევა მივცე _ თუ სარალიძის თემა რაღაც ნიშნით არ იქნება გათვალისწინებული მთავრობის დაკომპლექტების დროს, მაშინ ის იქნება არა მარტო პასუხისმგებელი იმაზე თუ როგორ გაგრძელდება პროცესები მომავალში, არამედ იქნება პასუხისმგებელი წარსულზეც“, _ თქვა ბობოხიძემ.