თბილისში, თამარ მეფის გამზირზე სამგზავრო ავტობუსის ძრავი და ნაწილობრივ სალონი დაიწვა.
როგორც „გურია ნიუსს“ თბილისის საქალაქო სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, ძრავში მოხდა მოკლე ჩართვა, რამაც გამოიწვია აალება. მძღოლმა ხანძრის ჩაქრობა ჯერ ცეცხლმაქრით სცადა, შემდეგ კი დასახმარებლად სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თბილისის საქალაქო სატრანსპორტო სამსახურის ცნობით, აღნიშნული ავტობუსი მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა და ხაზიდან მოიხსნა.