თბილისში, სვანიძის ქუჩაზე მშენებლებმა ადამიანის გახრწნილი ცხედარი იპოვნეს.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ.
როგორც უწყებაში „გურია ნიუსს“ განუცხადეს, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაკარგული სერგო კაპანაძის ოჯახის წევრები იყვნენ მისულები, თუმცა, მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 13 ივნისს თბილისში, მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, 23 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 2 უგზოუკვლოდ დაიკარგა.