გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად 225 კვ.მ. დაიწვა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველებმა 2 წლის გოგონას ცხედარი მეორე სართულზე აღმოაჩინეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს.