სახალხო დამცველის აპარატს ოფისის დასაქირავებლად 500 ათასი ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა და ქირას ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებამდე გადაიხდიან.
სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებგვერდზე, 26 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახალხო დამცველის აპარატი 2 ივლისამდე სამუშაო პროცესს აჩერებს.
მიზეზი ავარიული შენობაა, რომელიც 5 ივნისის მიწისძვრის შემდეგ კიდევ უფრო დაზიანდა.