მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან. აღნიშნულ ინფორმაციას THE TELEGRAPH ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევა ლიბიის სანაპიროსთან მოხდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მაშველებმა 16 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნავში 120 ადამიანი იმყოფებოდა.
როგორც ცნობილია, ლიბია ერთ-ერთი მთავარი ადგილია მიგრანტებისთვის, სადაც ევროპაში ჩასაღწევად მიემგზავრებიან.
მაუწყებლის ინფორმაციით, წელს ხმელთაშუა ზღვაში 1000-ზე მეტი ადამიანი დაიხრჩო, არიან ასევე დაკარგულებიც.