https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვინ მოაგვარებს წყლის პრობლემას _ სასამართლო თუ ეკონომიკის სამინისტროს ძალისხმევა

11:07; 1.07.2018
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ანასეულში, უწყლობის პრობლემაზე გასულ ნომერში ვწერდით.

“გურია ნიუსი” ამჯერად სოფელ ლიხაურის მოსახლეობის იმ უბანს ეწვია, სადაც, ანასეულელთა თქმით, 50-მდე ოჯახს დაბაში მიმავალი წყლის ხაზი თვითნებურად აქვს მიერთებული: “ეს მრავალი ათეული წლის მანძილზე ხდება და ცოტა უფრო ახალგაზრდა ასაკის ადამიანებს უკვირთ კიდეც, რაზე საუბრობენო”, _ ამბობენ ანასეულის მკვიდრნი.

ანასეულელთა თქმით, “აჭისწყლიდან გამოყვანილი ანასეულის წყალსადენის პარალელურად, ერთი ხაზი, კეთილი ნებით, ლიხაურელებს დაუტოვეს. მერე კი, დროთა განმავლობაში, ანასეულის წყალსადენიდანაც 50-მდე ოჯახმა მიიერთა ახალი ხაზი და ახლა ორი ხაზით არიან უზრუნველყოფილნი”.

ანასეულელები ამბობენ, რომ ისინი ამ წყალს “ტექნიკურს” უწოდებენ და ძირითადად, სარწყავად იყენებენ.

სოფელ ლიხაურში, ოზურგეთიდან შემავალი გზის გასწვრივ მცხოვრებთა ოჯახების წარმომადგენლები “გურია ნიუსთან” საკუთარ პრობლემებზე საუბრობენ.

თაყაიშვილის ქუჩაზე, რომლის დასრულების შემდეგ სოფელი ლიხაური იწყება, შვიდი ოჯახი მუდმივად უწყლობას უჩივის:

“ჩვენ ჭები გვაქვს. ანასეულისკენ მიმავალი წყლის მილიდან კი ვსარგებლობდით, თუმცა, შემდეგ გაგვიუქმეს. ახლა ეს ჭებიც ნახევრად ჭაობიან გარემოშია და მისი წყალი დიდად ვარგისი არ არის, მაგრამ მაინც ვსვამთ. ლიხაური უზარმაზარი სოფელია, ჩვენი ქუჩაც სოფელს ესაზღვრება და, იქნებ, ვინმემ მოიფიქროს ამ საუკუნეში, რომ ამხელა სოფელს წყალი სჭირდება”, _ გვითხრა ადგილობრივმა მკვიდრმა ლელა დუმბაძემ.

გია და ქეთევან ვაჩნაძეების ოჯახში გვითხრეს, რომ მათ ონკანში წყალი მუდმივად არის, თუმცა, არც არავისთვის წაურთმევიათ და არც ის იციან, ლიხაურის წყალსადენს მიეკუთვნება თუ ანასეულისას.

“ამ მონაკვეთში არა უშავს, თორემ ლიხაურის ცენტრს ზემოთ მუდმივად არის გასაჭირი წყლის მიწოდებაზე. ძალიან ცუდ დღეშია ხალხი, განსაკუთრებით ახლა, ზაფხულის ცხელ დღეებში. იმას ვერ გეტყვით, რომელ ოჯახებშია ორი ხაზიდან შეყვანილი წყალი _ ზოგმა ეს არც იცის, ზოგი არც იტყვის. ჩვენც ხშირად გვაწუხებს უწყლობა და კარგი ის იქნება, თუ მთავრობას ხმას მიაწვდენთ ჩვენი გასაჭირის შესახებ და ხშირად გააშუქებთ პრობლემებს. ერთხელ თქმით საქმე იშვიათად კეთდება”, _ გვითხრეს ლიხაურში, გუდავაძეების ოჯახში.

“ორ წელზე მეტია, ამ წყლით ვსარგებლობთ და თუ უკანონო იყო, ვინ დაგვითმობდა?” _ უკვირთ მათ.

“თუმცა, საქმეც ამაშია, რომ ასეთ საქმეებში ჩვენში კანონი არ კანონობს და რაკი ანასეულმა, თავის დროზე, თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, ლიხაურის ამ უბანს კეთილი ნებით წყლის ხაზი დაუთმო, გარკვეულმა ნაწილმა ისარგებლა ამით და მეორე ხაზიდანაც გაიყვანა წყალი. შემდეგ დაინგრა საბჭოთა კავშირი და აღარავინ ეძებდა, ვინ როგორ ახერხებდა წყლის თუ მიწის მიტაცებას _ ტაციობა ჩვეულებრივი ამბავი იყო”, _ ამბობენ უწყლოდ დარჩენილები.

“გურია ნიუსი” ეწვია საყვავილე მეურნეობას, სადაც პირმა, რომელიც დარაჯად გაგვეცნო, საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა და კითხვაზე, აქვს თუ არა უნებართვოდ მიერთებული მეურნეობის წყალი, გვითხრა, რომ ღელის წყალი, რომელიც მეურნეობას გვერდით ჩაუდის, მათთვის საკმარისია:

“რა წყალი? რომელი ანასეულის წყალი? აგერ, ღელის არხს ვერ ხედავთ გზის პირას? სრულიად გვყოფნის. რაც შეეხება სასმელ წყალს, ეს ლიხაურისაა და ბუნებრივია, სასმელად ვიყენებთ. აქ 500 ადამიანია დასაქმებული და წყალი არ უნდა დალიონ? კიდევ თუ იტყვიან რაიმეს, ამჯერად სასამართლოს მივმართავთ”, _ გვითხრა დარაჯმა.

მან გვითხრა ისიც, რომ სამიოდე დღის წინ აქ მოვიდა ანასეულის მცხოვრებთა ჯგუფი, მათ ახლდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შუქრი გაბრიჩიძე. დაათვალიერეს ყველაფერი, დარწმუნდნენ, რომ ანასეულს აქედან წყალს არავინ ართმევს და ბოდიშიც მოიხადეს.

აღნიშნულ სტუმრობაზე სხვა აზრი აქვთ იქ წინა დღით მყოფ ანასეულელებს:

“რა ბოდიში უნდა მოგვეხადა? პირიქით, არაერთხელ იყო დაძაბული საუბარი. საყვავილე მეურნეობის ტერიტორია ახლა მერამდენე მფლობელს ეკუთვნის, აღარც ვიცით. ნაყიდი აქვთ, თუმცა, მიწისქვეშ რა გადის და როგორი კომუნიკაციებია, ალბათ, არც დაინტერესებულან”, _ ამბობენ ანასეულელები.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შუქრი გაბრიჩიძე ამბობს, რომ შეხვედრა ნამდვილად შედგა:

“საბოდიშო რა იყო?! ვისაუბრეთ. საყვავილეს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მზად არიან, ამ ეზოში გამავალი მილი, რომლითაც ანასეულს წყალი მიეწოდება, ამოიღონ და სხვა ტერიტორიაზე გადაიტანონ. ამ საქმეში, თავიანთი პოზიციით, დახმარებას შეგვპირდნენ. ეს იყო და ეს”, _ ამბობს გაბრიჩიძე.

ანასეულის ინსტიტუტის დირექტორის თემურ რევიშვილის აზრით, ეკონომიკის სამინისტრომ, რომლის საკუთრებაშიც არსებობს ეს წყალსადენი, როგორც სახელმწიფო საკუთრება, უსწრაფესად უნდა მოახდინოს მისი მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა:

“ამის შესახებ მოძრაობა დაწყებულია და არკვევს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია. წყლის ამ მაგისტრალის განახლება, დაგეგმარება ინჟინრულად უნდა მოხდეს. ნამდვილად ვიცით, რომ ლიხაურის ტერიტორიაზე 50-მდე ოჯახს ორმაგად მიეწოდება წყალი ორივე ხაზიდან თვითნებურად ჩაბმით. ეს კანონით ისე უნდა დარეგულირდეს.

არჩევნების წინ, ამ მონაკვეთზე გზას აგებდნენ და მშენებლები არა ერთხელ გაიქცნენ, ისე იყო დახლართული სხვადასხვა მილები ასფალტის საფარქვეშ. ახლა მთავარია, პატრონი გაუჩნდეს ამ წყალსადენს, მერე ეს პატრონი მიხვდება, როგორ მოუაროს. მთავარია, პროცესი დროში არ გაიწელოს და პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს”, _ გვითხრა რევიშვილმა.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, შუქრი გაბრიჩიძე იმასაც ამბობს, რომ, როცა ეკონომიკის სამინისტროდან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაბრუნდება წყალსადენი, სახელმწიფო დონეზე მოხდება მოვლა-პატრონობაც:

“ეს ხაზი ისეა დაზიანებული, პატარ-პატარა შეკეთებებით არაფერი გამოვა და მხოლოდ დროებითი პროცესი იქნება. ზოგადად, ანასეულის წყალსადენის საკითხი აქტიურად განიხილება _ აქ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებიც იყვნენ, გადაიღეს ფოტოები, გაეცნენ რელიეფს, გაზომეს ბევრი რამ. ხალხშიც იმედიანი მოლოდინი გაჩნდა, თუმცა, წავიდნენ და მერე ამ პროექტზე საუბარი აღარ გაგრძელებულა. ანასეულის წყალსადენი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაკეთდეს საშვილიშვილოდ”, _ გვითხრა გაბრიჩიძემ.

“გურია ნიუსმა” ამჯერად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს სთხოვა აღნიშნული საკითხის ირგვლივ კომენტარი _ როგორც მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს კონსულტაციები მუნიციპალური განვითარების ფონდთან:

“მიმდინარეობს ანასეულის წყალმომარაგების პროექტზე მუშაობა. ჩვენ ვაწარმოებთ კონსულტაციებს მუნიციპალური განვითარების ფონდთან. ეს ძალიან დიდი ხნის და ძალიან მტკივნეული პრობლემაა. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, დაიგეგმება თანამედროვე სტანდარტებით წყლის სისტემის მოწყობა და ეს პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება”.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ნანული ორაგველიძე მიიჩნევს, რომ ეს დავა აუცილებლად უნდა მოაგვაროს სასამართლომ,  დეპუტატი ლავრენტი ბიგვავა კი მიიჩნევს, რომ “არ არსებობს არც სუბიექტი, არც ობიექტი, რომ საქმე სასამართლოში სამართლებრივად განიხილონ. სპეციფიკური პრობლემაა და როგორმე მუნიციპალიტეტის მერიის და ეკონომიკის სამინისტროს საერთო ძალისხმევით უნდა მოგვარდეს”.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორ უნდა მოიქცეთ ჯარიმების გამო ანგარიშების დაყადაღების შემთხვევაში

22:00; 5 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რამდენმა მოსწავლემ მიატოვა სწავლა გურიაში

20:50; 5 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“პროდუქტის ფასის პრობლემა პირდაპირ კავშირშია ქსელური და ტრადიციული ობიექტების ურთიერთობასთან”

20:48; 5 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის პრობლემები ლანჩხუთში

20:46; 5 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:43; 5 თებერვალი, 2026

"ველოდები, როდის გახსნიან ყაჩაღობას, რომელსაც ჩემი მეუღლე კინაღამ შეეწირა!"

ფიფას ვერდიქტით, "გურიას" სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორ უნდა მოიქცეთ ჯარიმების გამო ანგარიშების დაყადაღების შემთხვევაში

22:00; 5.02.2026
სამართალი

ქმარმა ცოლი მოკლა

21:47; 5.02.2026
საზოგადოება

რამდენმა მოსწავლემ მიატოვა სწავლა გურიაში

20:50; 5.02.2026
საზოგადოება

“პროდუქტის ფასის პრობლემა პირდაპირ კავშირშია ქსელური და ტრადიციული ობიექტების ურთიერთობასთან”

20:48; 5.02.2026
საზოგადოება

საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის პრობლემები ლანჩხუთში

20:46; 5.02.2026
ზაფრანი

წარმატების ჰოროსკოპი

19:27; 5.02.2026
ზაფრანი

„უფულობის სენი“

19:19; 5.02.2026
ზაფრანი

ვინ იტყუება „ჭკვიანურად“

19:12; 5.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რუსეთს ეკონომიკურ ზიანს ვერ მოუტანდა თეორიული სანქციები, საქართველოსთვის კი ექნებოდა სერიოზული ეფექტი

18:44; 5.02.2026
სამართალი

კომერციული მოსყიდვის და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

18:29; 5.02.2026
პოლიტიკა

“უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმები, რომლებიც ამას უზრუნველყოფს”- კობახიძე

18:08; 5.02.2026
ფინანსები

დიდი მიზნები პატარა ნაბიჯებით – საქართველოს ბანკის sCoolApp-ის ახალი ციფრული ყულაბა

18:00; 5.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის მაგისტრალზე

17:55; 5.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: საქართველო გვინდა, გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი

17:48; 5.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:43; 5.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო