დროშის აღმართვის ცერემონიისას, ფილიპინებში, ქალაქის მერი მოკლეს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ანტონიო კანდო ჰალილს,ჰიმნის შესრულების დროს გულმკერდის არეში ესროლეს, რის შედეგადაც ის დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი ნარკოპოლიტიკას უკავშირდება.
მომხდარს პოლიცია იძიებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჰალილს 2017 წელს, ნარკოტიკების უკანონო გავრცელებაში ადანაშაულებდნენ, თუმცა, ის ბრალდებებს უარყოფდა.
როგორც ჰალილი 2016 წელს REUTERS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, ის ქვეყნის პრეზიდენტის კამპანიას ნარკოტიკების წინააღმდეგ მხარს უჭერდა, თუმცა, შეშფოთებას გამოთქვამდა პოლიციის მეთოდების გამო და სადაზვერვო სისტემას ეჭვის თვალით უყურებდა.
ის გამოთქვამდა ვარაუდს, რომ შეიძლებოდა ნარკობანდებთან კავშირში დაედანაშაულებინათ.
„არავინ არის უსაფრთხოდ_მერები, გუბერნატორები, კონგრესმენები_ მხოლოდ ერთი ყალბი სადაზვერვო მოხსენება და ნებისმიერ მათგანს გაანადგურებენ“, _ამბობდა ის.
როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა ფილიპინების პრეზიდენტის, დუტერტეს მიერ 2 წლის წინ დაწყებულ ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ სისხლიან ომში, ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 4 200 ადამიანი მოკლეს.
აღნიშნულ პოლიტიკას საერთაშორისო და ფილიპინებში არსებული ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები გმობდნენ.