ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესო ტაბიძემ უმრავლესობის წევრი დეპუტატები სადეპუტატო საქმიანობის არაჯეროვნად შესრულებისთვის დატუქსა და მათ სადეპუტატო უფლებამოსილებისთვის განკუთვნილი ანაზღაურების დაქვითვით დაემუქრა.
„სადეპუტატო უფლებამოსილებისთვის იღებთ ანაზღაურებას და რაში უნდა აიღოთ ეს თანხა, თუ არ ესწრებით კომისიების, ფრაქციების სხდომებს?! დადგენილი რაცაა, 30 ლარს ჩამოგაჭრით ხელფასზე და სახლში რას წაიღებთ, ნახავთ! სახელს და გვარებს არ ვასახელებ, უმრავლესობას გეხებათ, კეთილი ინებეთ და ფრაქციებისა და კომისიების სხდომებს დაესწარით! თუ არ გინდათ, შეგიძლიათ გამოხვიდეთ და არ იქნებით ფრაქციასა თუ კომისიაში. გაითვალისწინეთ ჩემი თხოვნა, უხერხულია, საკრებულოს თავმჯდომარემ ამ საკითხზე ვილაპარაკო“, _ გაფრთხილება მისცა „შატალოზე“ მოსიარულე დეპუტატებს ტაბიძემ.