მაშველებმა მტკვარში, ე.წ. წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 28 წლის მამაკაცია, რომელიც 25 ივნისს გაუჩინარდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები 7 დღის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა.