პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას იძიებს, პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სხდომაზე ერთმანეთს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ,,ევროპული საქართველო“ ,,ქართული ოცნების“ წევრების მისამართით აცხადებს, რომ მათ საქმის გამოძიება არ სურთ, რაც მხარეებს შორის დაპირისპირების საგანი გახდა.
,,პოლიტიკურ ჭრილში თუ გადაიტანთ ბრალდებებს, პოლიტიკური პასუხები გვექნება ჩვენც. არავინ არავის ხელს არ აფარებს, რაზეც დაგიფარებიათ ხელი, იმაზე არ გიგიათ პასუხი ჯერ. ამ კომისიას ასეთი განწყობა, რომ ჰქონოდა კომისიას არავინ შეგაქმნევინებდათ, არავინ მოგცემდათ მაგ მანდატს. ჩვენი გადაწყვეტილება ოყო ზუსტად ის პოლიტიკური განაცხადი, რომ არავის დარჩენოდა განცდა, თითოს არ გვაინტერესებს ამ საქმესთან დაკავშირებით რა ხდება. თავშეკავება სჯობს მაშინ გამოიჩინონ კოლეგებმა, როცა თავს უფლებას აძლევენ სამართლებრივი დისკუსიის დროს მორალი გვიკითხონ და თითი გვიქნიონ, რომ ჩვენ თითქოს რაღაცებს ვფარავთ“, _ განაცხადა ბესელიამ.
ცნობისითვის, დღეს საგამოძიებო კომისია შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, შალვა ბედოიძეს, შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსს, იოსებ სიგუას და შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს ირაკლი ფიფიას ოფიციალურ ახსნა-განმარტებებს მოისმენს. ამასთან, როგორც ცნობილია, დღეს, კომისიის წინაშე უფლებადამცველი, ზვიად კუპრავასაც წარსდგება.