გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ტურისტი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ბელარუსის რესპუბლიკის ელჩთან, მიხაილ მიატლიკოვთან ერთად მოიახულა.
პაციენტი ამ დროისთვის ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში იმყოფება.
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას კიდევ ერთი დაშავებული ტურისტი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, გომბორზე მოხდა. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ამობრუნდა.
27 მგზავრიდან ჰოსპიტალიზაცია 25-ს დასჭირდა.
23 დაშავებული, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ბინაზე გაეწერა, 2 კი ამ დრომდე კლინიკაში, ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.