დღეს, გამთენიისას, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ღრმაღელის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წყალწმინდაში გივი გელოვანის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა.
– ხანძარი ისე უეცრად გაჩნდა, რომ გარეთ გამოსვლა ძლივს მოვასწარით. სახანძროც მალე მოვიდა, მაგრამ ვერაფერი გადაარჩინეს, – ამბობს გივი გელოვანის ვაჟი.
შემთხვევის ადგილი მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ მოინახულეს დაზარალებულ ოჯახს სამომავლოდ დახმარებას დაპირდნენ.