ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში 35 წლის კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა რა დროსაც უბედურ შემთხვევას კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტენდერში გამარჯვებული კომპანიის თანამშრომელს ა.კ. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დენმა დაარტყა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სსკ 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.