საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქოებას არ მისცემს.
ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ისაუბრა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს განცხადების ტონი დაუწუნა:
_ ვისაც მისი მსგავსი ტონის ეშინოდა ან ეშინია მოქმედ ან ყოფილ მის მთავრობაში, შეუძლია მათ მიმართოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით, _ განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, სააკაშვილმა თავად თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე:
_ ჩვენ ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის მორიგი არაადეკვატური განცხადება.
მან ძალიან კარგად იცის, რომ მისთვის მოქალაქეობა პრეზიდენტ მარგველაშვილს არ ჩამოურთმევია.
პირიქით, მან სრულიად შეგნებულად, თვითონ თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე უკრაინის მოქალაქოების სანაცვლოდ.
უფრო მეტიც, მისი არცერთი მოთხოვნა ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე არ ყოფილა.
გუშინ წინ, ჩვენ პირველად ვნახეთ შეურაცხმყოფელ სტილში მისი მხრიდან საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნა, რაზეც რეაგირება შესაბამისია, _ განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების შესახებ მიხეილ სააკაშვილმა კვირას ისაუბრდა და გიორგი მარგველაშვილს ლაჩარი უწოდა.
სააკაშვილი განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში მისი დაბრუნების ეშინია და სწორედ ამიტომ არ აძლევენ მოქალაქეობას.