მზე ერთადერთი პლანეტაა ჩვენს გალაქტიკაში, რომლის ზედაპირზეც ტემპერატურა 5000 გრადუს ცელსიუსს აღწევს. მისი სინათლის სხივის სიჩქარე 300000 კმ/წმ–ია და სინათლის სხივს სჭირდება ზუსტად 7 წთ და 34 წამი იმისთვის, რომ დედამიწამდე მოაღწიოს. მისი დიამეტრი ასეულობით აღემატება ჩვენი პლანეტის დიამეტრს. ამასთან მზის ასაკი, დაახლოებით, დედამიწის ასაკს უდრის.
მართალია, მზის მასა წამში 4 ტონით მცირდება, მაგრამ მისი ზომებიდან გამომდინარე, კიდევ რამდენიმე მილიარდი წელი შეუძლია იარსებოს.
დღეისთვის მზემ თავისი აქტიურობის პიკს მიაღწია. როდესაც მისი განადგურების დრო მოვა, იგი, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, კიდევ ორჯერ გაიზრდება და ბოლო გააქტიურება სასიკვდილო იქნება არა მარტო მისთვის, არამედ ჩვენი პლანეტისთვისაც. იგი იმდენად გაცხელდება და იმხელა სიმხურვალის გამოყოფას დაიწყებს, რომ დედამიწის ატმოსფერო მას ვერ გაუძლებს. საბოლოოდ, მზე აფეთქებით დაასრულებს არსებობას, მაგრამ სანამ მისი ნარჩენები დედამიწას შეეჯახება, ჩვენს პლანეტაზე უკვე დიდი ხნის განადგურებული იქნება ყველაფერი.
ამ დროისთვის დედამიწის მდგომარეობა დაემსგავსება მარსს. მისი ზედაპირი ძალიან გაცხელდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზის განადგურება ასევე დედამიწის განადგურებას უდრის.