საქართველოს მთავარი პროკურატურის ადგილი ისევ ვაკანტურია. “გურია ნიუსმა“ თბილისის წიგნის ფესტივალზე ყოფნის დროს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ბაქრაძე ჩაწერა.
ლაშა ბაქრაძემ „გურია ნიუსთან“ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეაფასა. მისი თქმით, ქვეყანაში ცუდად მუშაობს სამართალდამცავი სტრუქტურები.
_ ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრია, ეს არ არის ერთი გამონაკლისი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ცუდად მუშაობს ქვეყანაში სამართალდამცავი სტრუქტურები. ეს პროტესტები უბიძგებს ხელისუფლებას, დაინახოს, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა. ახლა მიდის საუბრები, ვინ გახდება გენერალური პროკურორი საქართველოში. ვფიქრობ, მთავარი პროკურორი უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი და არ ემორჩილებოდეს, თუნდაც დომინარულად, იუსტიციის მინისტრს“.