“გურია ნიუსმა“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრს ოზურგეთში ძველი აბანოების რეაბილიტაციის პროექტის გახორციელება შეახსენა. როგორც ცნობილია, 2012 წლიდან იგეგმება აბანოს სარემონტო სამუშაოები, მაგრამ დღემდე არაფერი გაკეთებულა.
“ალბათ ორი მხარე აქვს ამ პრობლემას _ პირველი, უნდა ვაღიარო, რომ ეტყობა საკმარისი ყურადღება ჩემი მხრიდან არ იყო მიქცეული, თუმცა, მეორე მხრიდან, ვფიქრობ – მუნიციპალიტეტი უფრო აქტიური უნდა იყოს, როდესაც მსგავსი პრობლემების მოგვარებაზეა საუბარი და თუ ისინი თავის ძალებით ვერ ახერხებენ პრობლემების მოგვარებას, არაფერი უდგას წინ იმას, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას შეგვახსენონ. დიდი მადლობა თქვენ ამ შეხსენებისთვის. შემდეგ ჩამოსვლაზე, რომელიც მალე იქნება, ამის შეხსენება აღარ დაგჭირდება, _ გვითხრა მიხეილ გიორგაძემ.