რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებმა სამმა მოქალაქემ ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია მიიღო.
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ნარკოტიკები დედამ, მისმა 18 წლის ვაჟმა და 22 წლის რძალმა ერთად მიიღეს, რის შემდეგაც ისინი ცუდად გახდნენ.
ფაქტს, სააგენტოს თქმით, თავად დაზარალებული ადასტურებს.
მოხმარებულ ნარკოტიკს შორის, მარიხუანას გარდა, სავარაუდოდ სხვა საშუალებაც იყო, რის გამოც, გონება დაკარგეს და ცუდად გახდნენ. ახალგაზრდა კაცმა 112-ში დარეკვა მოასწრო.
გამოცემის ცნობით, შემთხვევის დროს ბინაში 2 წლის ბავშვიც იმყოფებოდა.