პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას 11 ივლისს დაასახელებს.
როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, სამთავრობო ცვლილებებზე კონსულტაციები უმრავლესობასთან ჯერ არ გამართულა.
მისი თქმით, მმართველი გუნდსა და პრემიერ-მინისტრს შორის კონსულტაციები რამდენიმე დღეში შედგება.
„ალბათ, პრემიერი შემადგენლობას ოთხშაბათს წარმოადგენს, შემდეგ დაიწყება ნდობის გამოცხადების პროცედურა”, _ აღნიშნა პირველმა ვიცე-სპიკერმა.