ცოტა ხნის წინ, აშშ-ში, პენსილვანიაში პოლიციელებმა ვინმე ჯეფრი მაკმულენი დააკავეს, რომელმაც ბანკი გაძარცვა. ნაძარცვი თანხა კი მხოლოდ 1 დოლარი გახლდათ.
თვითმხილველების განცხადებით, როდესაც ჯეფრიმ ბანკის თანამშრომლებს ფული მოსთხოვა, მათ სიცილი დაიწყეს, რადგან ხუმრობა ეგონათ. გასაკვირი კი ის იყო, რომ როდესაც სასურველი თანხა მიიღო, ჯეფრის გაქცევა არც კი უცდია და იქვე ჩამოჯდა.
ამჟამად მძარცველი პატიმრობაშია, მისი უცნაური საქციელის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.