მამაკაცებს ინსტიქტი, იმპულსი ამოძრავებთ, ქალები კი მათ ჯიუტად რთავენ სენტიმენტალურ ცხოვრებისეულ საუბრებში, ამიტომ ახალგაცნობილ მამაკაცთან ყოველდღიური წვრილმანი ისტორიების მოყოლით თავი შეიკავეთ.
გაიცანით, მოგეწონათ და დაიწყო ფლირტი, მაგრამ გაფრთხილდით თუ ეს უმიზნო ფლირტია, გაწელილი ვირტუალური საუბრებით აპირებთ თამაშს, მამაკაცისაგან დანდობას ნუ ელით.
ისინი მოქმედებაზე გადასვლას მოგთხოვენ და ამისათვის მზად უნდა იყოთ. ახალგაცნობილ მამაკაცს არ დაუწყოთ მის ჯანმრთელობაზე და შემოსავლებზე საუბარი, თუნდაც ის დამაკმაყოფილებელი იყოს, წამსვე დაკარგავს თქვენს მიმართ ინტერესს.
მამაკაცებს უყვართ ქალების მხრიდან თანაგრძნობა, თუმცა სასტიკად აღიზიანებთ, როცა ქალები სიბრალულს გამოხატავენ მათი უიღბლობის და წარუმატებლობის გამო.
არ უნდა დაივიწყოთ რომ კაცს არავისთან შედარება არ უყვარს არც სხვისი ღირსებების მოსმენა სურს და თუ გინდათ კაცს თავი მოაწონოთ საერთოდ არ ახსენოთ რომ ოდესმე ვინმე მოგწონდათ.
მამაკაცების უმრავლესობას ქალი ერთი დანახვით არ უყვარდება, გრძნობის გაჩენას დრო და ემოცია სჭირდება. დადებითი ემოციების გამოვლინებას კი სიფრთხილე და გონება სჭირდება გამიზნული ნაბიჯები და მანერები ნუ გგონიათ თამაშია, ის მიზნის მიღწევის ყველაზე გამართლებულ მეთოდად ითვლება.