სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის და ახლა უკვე მტავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახი კახიშვილის საზოგადოებას ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის:
“ძალიან დიდი მადლობა, საზოგადოებას ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, ჩემი მინისტრობის სამი წლის მანძილზე, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო თქვენი ნდობა და მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობდი ყოველთვის.
მადლობას ვუხდი, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, თავდაუზოგავი შრომისთვის და ძალისხმევისთვის, ამ წლების განმავლობაში ჩვენ ერთად შევძელით უაღრესად მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება.
მადლობა მინდა გადავუხადო, მსჯავრდებულებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთა ნდობის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა რეფორმის გატარება.
დიდ მადლობას ვუხდი მედიის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სისტემაში მიმდინარე პროცესებით და სიახლეებით დაინტერესებისთვის, თანამშრომლობისთვის, რჩევებისთვის, შენიშვნებისთვის, კრიტიკისთვის, რომელიც კიდევ უფრო გვეხმარებოდა რეფორმის რთულ პროცესში.
დაბოლოს, დიდი მადლობა ჩემს გუნდს, მის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის”, _ წერს კახიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.