მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ პოლიტიკოსები. “ნაციონალური მოძრაობის წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, შეიძლება იყო კარგი მზარეული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეგიძლია, გახდეს კარგი ზეინკალი.
„ეს არის სრული უიდეობა. ეს ადამიანები შემთხვევით აღმოჩნდნენ იქ, სადაც ახლა წარმოადგინეს. არცერთი არ არის თავის ადგილას. შეიძლება იყო კარგი მზარეული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეგიძლია, გახდეს კარგი ზეინკალი. ჩამოდის წარმატებული მენეჯერი მოსკოვიდან, რომელიც მუშაობდა ფირმაში, სადაც მის დამლაგებელს თუ დარაჯს უფრო მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე მას ექნება საქართველოს მთავრობაში. რა მოტივი ამოძრავებს? შეიძლება „ჯეოსელის“ ფინანსისტი იყოს იმ ხედვებისა და უნარ-ჩვევებისა თუ ცოდნის მატარებელი, რომელმაც მთელი ქვეყნის ეკონომიკა უნდა მართოს? სავალალო მდგომარეობაში ვიმყოფებით, შევხედეთ რა ახალ მთავრობას, ვინ წარმოიდგენდა, რომ ხადური და ქუმსიშვილი მოგვენატრებოდა,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.