ბრიუსელში გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას კვირიკაშვილის თანამდებობის დატოვების მიზეზების ბუნდოვანებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობაში არაადეკვატური უწოდეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძის თქმით, კითხვები, რომელსაც დღეს პრეზიდენტი სვამს, პასუხგაცემულია თავად გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან.
„ამ კითხვებზე პასუხი არის თავად ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ბრიფინგი, სადაც მან ამომწურავად ისაუბრა და პრეზიდენტს შეუძლია კიდევ ერთხელ ნახოს ეს ბრიფინგი და ის განცხადებები, რაც ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა”, _ განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.