დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმე ამ დრომდე გაუხსნელია. როგორც მან “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, მკვლელს ამ დანაშაულის ჩადენას, თავად იპოვნის დამნაშავეს და პასუხს აგებინებს.
“თუ გნებავთ ჩემმა სახელმწიფომ გამომაცხადოს კანონგარეშე. მე ერთადერთი ვაჟი მომიკლეს, არ დავიწყებ არავის ქებას, მაგრამ ჩემი შვილის სახით ერთი ძალიან მაგარი ბიჭი მოუკლეს სამშობლოს. ამიტომ მე არ ვაპატიებ, არ შევარჩენ მათ, ვინც ჩემი შვილი მოკლა.
ველოდები, რომ ჩემი შვილის მკვლელები წარსდგნენ ჩვენი სამართალდამცველი ორგანოების წინაშე და თუ ვერ მოხერხდა და დავრწმუნდი, რომ ეს მკვლელობა მოხდა ჩემი ცხოვრების წესის და საქმიანობის გამო, თითოეულ ტყვიას დაერქმევა ჩემი შვილის სახელი. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ვერ გადამიდგება წინ ვერავინ”. – განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.