საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომა მიმდინარეორბს, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროში, პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებში, ხელფასების ზრდა გაგრძელდება.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, 1 ივლისიდან ხელფასი 13 ათას პოლიციელს გაეზარდა და ტენდენცია გაგრძელდება.
„ჩვენ უკვე მოვახერხეთ და 13 ათას პოლიციელს გავუზარდეთ ხელფასი, თუმცა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი ნაბიჯი და ასევე მინდა ვთქვა, რომ უახლოეს პერიოდში გაგრძელდება ხელფასების ზრდა სისტემაშიც, სხვა დანაყოფებს ვგულისხმობ,“-განცხადა შს მინისტრობის კანდიდატმა.