განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს განახლებული მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“. სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუსმინეს.
კენჭისყრის შედეგები ასეთია: განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი – 8 მომხრე, 1 წინააღმდეგი; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი – 10 მომხრე, 1 წინააღმდეგი; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი ერთხმად დაუჭირა.