“გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში ახალი დეპარტამენტი იქმნება.
როგორ გვითხრეს, სწორედ ამ დეპარტამენტს დაექვემდებარებიან გუბერნატორები და მისი ფუნქცია რეგიონებთან ურთიოერთობა იქნება.
ჩვენი წყაროს თქმით, ახალ დეპარტამენტს ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი ჩაიბარებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში ამ თემაზე ოფიციალურ კომენტარს, ჯერჯერობით, არ აკეთებენ.