ცნობილი ქართველი მსახიობი დოდო ჭიჭინაძე ერთ სახალისო ამბავს ხშირად იხსენებდა.
„საგარეჯოს კულტურის სახლში “მეფე ერეკლეს” ვთამაშობდით. ვასრულებდი ანა ბატონიშვილის როლს. სცენა ასეთი იყო: ანა ბატონიშვილი თავს იკლავს, ბესიკი – იაშა ტრიპოლსკი დასტირის სატრფოს.
გავითამაშეთ ეს სცენა.
უცებ სცენაზე ამოვარდა 8-9 წლის ბიჭი. აღელვებული დამაკვირდა, მერე გახარებულმა მაყურებელს ამცნო: სუნთქავს, სუნთქავს! უცებ გაისმა მთელ დარბაზში სიცილი“.