ცნობილი ხდება ის დოკუმენტაციაც, რომელიც სამინისტროდან საგამოძიებო უწყებამაც გამოითხოვა.
ირკვევა, რომ პროკურატურა იმ მასალებით დაინტერესდა, რომელიც ტირპარკების მოწყობას და ტექდათვალიერებას ეხება. ასევე, საგამოძიებო უწყებას აინტერესებს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს – ერთიანი აკრედიტაციის ცენტრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სისტემის ამოქმედებასთან, ტესტირების ცენტრების აკრედიტაციის გაცემასთან დაკავშირებული ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებისა და შემაჯამებელი შედეგების ამსახველი სრული დოკუმენტაციაც.
ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ უწყება მზად არის, ითანამშრომლოს პროკურატურასთან.
„საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარმოდგენილი მომართვის საფუძველზე სამინისტრო პროკურატურას გადასცემს ე. წ. TIR პარკების მოწყობასთან დაკავშირებულ მის ხელთ არსებულ სრულ დოკუმენტაციას, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს – ერთიანი აკრედიტაციის ცენტრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სისტემის ამოქმედებასთან, ტესტირების ცენტრების აკრედიტაციის გაცემასთან დაკავშირებული ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებისა და შემაჯამებელი შედეგების ამსახველ სრულ დოკუმენტაციას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მისი ყველა ქვემდებარე უწყება მზად არის, ითანამშრომლოს პროკურატურასთან და მიაწოდოს მათ მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო ინფორმაცია,” – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
წყარო: რუსთავი2