“პროკურატურა იქნება აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი”, _ ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულები მიერ ორფანიზებულ ფორუმზე _” პროკურატურის რეფორმა 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებები კონტექსტში” გააკეთა.
კობახიძის თქმით, სიახლე იქნება მნიშვნელოვანი.
“ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ გაძლიერდეს პროკურატურის რესურსები. ეს არის ერთ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე. გარდა ამისა, აქ არის 2 უმნიშვმელოვანესი საკითხი გადასაწყვეტი. ერთი ეს არის საპროკურორო საბჭოს ფორმირება; რომელზეც გვექნება დისკუსიები და ასევე, მეორე მნიშვნელოვანი საკითხია პროკურატურის ვალდებულება პარლამენტის წინაშე”, _ განაცხადა ირაკლი კობახიძე.
კობახიძემ, ასევე, აღნიშნა, რომ მხარს უჭერს მოდელს, როდესაც უმაღლეს დონეზე ხელისუფლების განშტოებების მიერ ფორმირდება საპროკურორო საბჭო.