საქართველოს პროკურატურაში ყოფილი მინისტრების, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის საქმიანობაზე გამოძიება მიმდინარეობს.
პროკურატურაში ყოფილი თანამდებონის პირების დაბარების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ჟურნალისტებთან ოპოზიციური სპექტრის მიერ სპეკულაციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუ ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვის პროცესზე ზედამხედველობა გახდება საჭირო, პარლამენტი ამას გააკეთებს.
ხოლო კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა პროკურატურაში ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დაბარება_ კობახიძე პასუხობს, რომ ვის დაიბარებენ დასაკითხად სამართალდამცავი ორგანოების საქმეა.
„ეს ყველაფერი არის თავიდან ბოლომდე სამართალდამცავი ორგანოების საქმე. თუ მათ გაუჩნდათ კითხვები, ისინი დასვამენ ამ კითხვებს და გაეცემა პასუხი. ყველაფერს ამ სფეროში წყვეტენ სამართალდამცავი ორგანოები. როდესაც საქმე ეხება გამოძიებას, რომელშიც ჩართული არიან ყოფილი თანამდებობის პირები ძალიან ადვილია სპეკულირება და მოსალოდნელი იყო, რომ ამ ყველაფერს მოყვებოდა სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან და პროგნოზი გამართლდა, მანამდე შეგვეძლო ტოტალიზატორი გვეთამაშა და წინასწარ გამოგვეცნო ის, რომ ამას მოყვებოდა სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან. ხვალაც, რომელიმე მოქმედი პოლიტიკური პირის მიმართ რომ დაისვას კითხვები სამართალდამცავების მხრიდან, გაძლევთ გარანტიას, რომ ამას მოყვება აუცილებლად სპეკულაციები“,_ განაცხადა კობახიძემ.
როგორც ცნიობილია, რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ ალავიძეს და ქუმსიშვილს პროკურატურამ ქვეყნის დატოვება აუკრძალა.
ამავე თემაზე:
“დაველოდოთ გამოძიებას” _ ჰქონდა თუ არა პროკურატურას შეკითხვები ნოდარ ჯავახიშვილთან (ექსკლუზივი)